ესპანეთის ხელისუფლებამ, ბარსელონასთან ტარაგონას პორტში მეგა იახტა Crescent დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის დირექტორ იგორ სეჩინს ეკუთვნის.
სეჩინი პუტინთან დაახლოებული ადამიანი და უახლოესი მრჩეველია, ისევე როგორც მისი პირადი მეგობარი. ის რუსული პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთ მთავარ წევრად მიიჩნევა. ევროკავშირმა მას სანქციები უკვე დაუწესა.
Crescent კაიმანის კუნძულების დროშით გადაადგილდება და იქაა რეგისტრირებული, თუმცა ესპანური გამოცემა El Pais-სა და Reuters-ს წყაროები ესპანური პოლიციიდან უყვებიან, რომ შესაძლოა სეჩინი იყოს მისი მფლობელი. ინფორმაციის დაზუსტებისთვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა იახტა დროებით შეაკავოს.
Crescent ერთ-ერთი უდიდესი იახტაა მსოფლიოში, ის 135 მეტრის სიმაღლისაა და დაახლოებით 600 მილიონი დოლარი ღირს. გემი 2017 წელს გერმანულმა კომპანია Lürssen-მა ააშენა.
აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში საფრანგეთის ხელისუფლებამ იახტა Amore Vero დააყადაღა, რომელიც მათივე ინფორმაციით სეჩინთან დაახლოებულ კომპანიას შესაძლოა ეკუთვნოდეს.
ესპანეთი განაგრძობს რუსი ოლიგარქების იახტების შეკავებას. ეს მიმდინარე კვირაში მესამე ხომალდია, რომელიც ესპანეთის სამართალდამცავლა ორგანოებმა შეამოწმეს.
ერთი მათგანი იახტა Valerie, რომელიც, სავარაუდოდ, Rostec-ის ხელმძღვანელს სეგრეი ჩემეზოვს ეკუთვნის ბარსელონის პორტში შეაჩერეს. მეორე იახტა Lady Anastasia კი რომლის მფლობელადაც Rosoboronexport-ის დირექტორი ალექსანდრ მიხეევი განიხილება, მალორკაში დააკავეს.