logo
ENG



ესპანეთმა უკრაინას 6 ერთეული Leopard 2 ტანკი გაუგზავნა

23 აპრ 202314:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/23/8z5u5rdjhx9cbx1.jpg
Juan Medina/Reuters

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის ცნობით, ესპანეთიდან Leopard 2-ის 6 ტანკი უკრაინაში გაიგზავნა. ტანკები ესპანეთის საპორტო ქალაქი სანტანდერიდან გაიგზავნა.

რობლესის თქმით, ტანკებმა სანტანდერი "20 მძიმე ტრანსპორტის თანხლებით დატოვეს" და ისინი უკრაინაში 5-6 დღეში ჩავა.

მინისტრის ცნობით, უკრაინას ესპანეთი მათი შეკეთების შემდეგ დამატებით 4 ტანკს გადასცემს.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, 55-მა უკრაინელმა სამხედრომ ესპანეთში ტანკების მართვასა და მექანიკაში წვრთნები გაიარა.

მომავალ თვეებში Leopard 2 ტანკებს უკრაინას აშშ, პოლონეთი, ფინეთი და დიდი ბრიტანეთიც გაუგზავნიან.

2023 წლის იანვარში საერთაშორისო წნეხის ფონზე გერმანია მის მიერ წარმოებული Leopard 2 ტანკების უკრაინისთვის გადაცემას დათანხმდა.

 

close დახურვა