logo
ENG



ესპანეთსა და იტალიაში შეზღუდვები იხსნება

25 მაი 202018:03
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში ბარებისა და კაფეების ნაწილი იხსნება. სტუმრების მიღება დაწესებულებებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტერასებზე შეეძლებათ. ნებადართული გახდა 10-მდე ადამიანის შეკრებაც.  კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში დღეიდან დაიწყო.  

სამთვიანი კარანტინის შემდეგ მადრიდსა და ბარსელონაში გაიხსნა პარკებიც, აღდგა მიმოსვლა კუნძულებთან. ბორნების მიმოსვლა განახლდა საბერძნეთშიც.  15 ივნისიდან ქვეყანა ტურისტებს მიიღებს.  

შეზღუდვები იხსნება ვატიკანშიც.  მუზეუმები მნახველებისთვის პირველი ივნისიდან გაიხსნება. 


close დახურვა