logo
ENG



ესპანეთში, ბოლო 3 თვეში პირველად, მთავრობის სხდომა პირისპირ რეჟიმში ჩატარდა

09 ივნ 202017:59
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში, ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, მთავრობის სხდომა პირისპირ რეჟიმში გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას ქვეყნის პრემიერი პედრო სანჩესი უძღვებოდა.

სხდომის დაწყებამდე მაღალჩინოსნებმა ვირუსის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის ახალი 48 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 27 ათასს აჭარბებს. 14 მარტს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ქვეყანაში რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. 


close დახურვა