logo
ENG



ესპანეთში, რუსული გაზის კომპანიის ყოფილი მთავარი მენეჯერი ოჯახთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

21 აპრ 202219:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/gxkbl2cnrow3gp1.jpg

ესპანეთში რუსული გაზის კომპანია ნოვატეკის ყოფილი მთავარი მენეჯერი სერგეი პროტოსენია, ცოლ-შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათი ცხედრები ესპანეთის ქალაქ ლიორეტ-დე-მარში იპოვეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ პროტოსენიას ცოლს და 18 წლის შვილს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ და მათი ცხედრები სახლში იპოვეს, ხოლო თავად სერგეი პროტოსენიას ცხედარი ბაღში იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა. ყოფილი მთავარი მენეჯერის ცხედართან დანა და ნაჯახი იპოვეს.

პოლიციის ერთ-ერთი ვერსიით, პროტოსენიამ ჯერ ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პროტოსენია საფრანგეთში ცხოვრობდა. ოჯახი ესპანეთში სააღდგომოდ იყო ჩასული.

ნოვატეკი - რუსული გაზის კომპანიაა, რომელიც რუსეთში მეორე ადგილს იკავებს. 2021 წელს მან Forbes-ის რეიტინგში 8-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომ გაზპრომბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ცოლ-შვილთან ერთად ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ შემთხვევაშიც პოლიცია ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს ოჯახის წევრების მკვლელობას, შემდგომ კი თვითმკვლელობას. 

 


close დახურვა