logo
ENG



ესპანეთში 24 საათში 812 ადამიანი დაიღუპა - ინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანამ ჩინეთს გადაასწრო

30 მარ 202016:22
3 წუთის საკითხავი
clock 296
f3wbqgt7um4w38h.png

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 812 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვმა ესპანეთში 7 340-ს მიაღწია.

გარდა ამისა, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 85 195-მდე გაიზარდა, რითაც ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადაასწრო. 

ამ სტატისტიკის მიხედვით, ესპანეთმა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მონაცმეებით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ და მეორე ადგილები კი ამერიკამ და იტალიამ დაიკავეს.

 


close დახურვა