![x4mmi9jzorc2hy2.jpg](/uploads_script/news/thumb_x4mmi9jzorc2hy2.jpg)
ესპანეთში კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად მოქმედებას ითხოვენ. ათასობით დემონსტრანტმა გრან-ვია გადაკეტა. პროტესტს ისინი ცეკვით გამოხატავდნენ. გამოსვლის ორგანიზატორების თქმით, საერთაშორისო საზოგადოება კლიმატური ცვლილებების თავიდან ასარიდებლად გადამწყვეტ ნაბიჯებს არ დგამს. აქცია მწვანეთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და ის მადრიდში გაეროს ყოველწლიური კლიმატური სამიტის პარალელურად ჩატარდა.