logo
ENG



ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა

21 მაი 202009:58
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა. შესაბამის გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტმა დაუჭირა მხარი.

შეზღუდვების ნაწილის ძალაში დატოვების ფონზე, მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სათანადო მართვა ვერ შეძლო.  

ბოლო მონაცემებით ესპანეთში კოვიდ 19-ს 27 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 280 ათასს აღწევს. 


close დახურვა