ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტი იყო. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში საქართველოს საკონსულო ამ პაციენტის შესახებ ინფორმირებული იყო და ის გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას.
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ საკონსულოსა და საელჩოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ.