ესპანეთში ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, მეზღვაური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
"გარდაცვლილია ინტოქსიკაციით, ფაქტზე ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო ესპანეთში. გადმოსვენების პროცედურებს ახორციელებს სადაზღვეო კომპანია", - ამბობენ სამინისტროში.