ესპანეთში ძლიერი შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ ყველაზე მეტად ბალეარის კუნძულები, კატალონია და ვალენსია დააზარალა. რეგიონში წვიმა და ძლიერი ქარი ამ დრომდე გრძელდება.
სტიქიის ზონა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვერტმფრენით დაათვალიერა, შემდეგ კი კუნძულ მალიორკაზე ჩავიდა, სადაც დიდი ტალღების გამო სანაპიროს მახლობლად მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწიათ. სტიქიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმას დღეს ესპანეთის მთავრობა საგანგებო შეხვედრაზე განიხილავს.