ესტონეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის პატიმრობას გმობს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია:
"ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12+ წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის"..
გუშინ, 5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.