logo
ENG



ესტონეთის პრეზიდენტი: ეს პუტინის ომია, მაგრამ რუსებმა უნდა აირჩიონ, რომელ მხარეს არიან

24 დეკ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/x7bpovxqfml9h5m.jpg

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი პუტინის ომია, მაგრამ რუსებმა უნდა აირჩიონ, რომელ მხარეს არიან.

"მე მაინც მგონია, რომ ეს არის პუტინის ომი, მაგრამ რუსებმა უნდა აირჩიონ, რომელ მხარეს არიან. მათ არ შეუძლიათ გვერდით დგომა და მხოლოდ იმის ყურება, რაც ხდება.

შეგიძლიათ იყოთ მშვიდობის მომხრე, როცა ომი დამთავრდება და მშვიდობა მოვა. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავეხმაროთ იქ [უკრაინაში] ომის შეჩერებას და შემდეგ, მშვიდობა მოვა. მაშინ, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ", - თქვა კარისმა.

19 დეკემბერს, ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მშვიდობაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა, რათა მან ომი მოიგოს. მისი თქმით, მშვიდობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც აგრესია მთლიანად დამარცხდება და ომის დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.


close დახურვა