ესტონეთის ქალაქ ვიმსიში ტრადიციული ნაძვის ხე ფერადი ინსტალაციით ჩაანაცვლეს. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი წლის სიმბოლო გარემოს დაცვის თემასთან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებთან დააკავშირეს, ამიტომ, ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად, ქალაქის ცენტრში ინსტალაცია დადგეს, რომელიც პლასტმასის ცარიელი კონტეინერებით ააწყვეს და სხვადასხვა ფრად გაანათეს. ინსტალაციის ერთ-ერთი მიზანი პლასტმასის მოხმარების შემცირებისკენ მოწოდება იყო. ადგილობრივების განცხადებით, მათ ახალი ნაძვის ხე ძალიან მოსწონთ, რადგან ის თანამედროვეა და მნიშვნელოვან ასპექტებს ახსენებთ.