რუსეთის არმია უნდა გავიდეს საქართველოდან და ადრე თუ გვიან ასეც მოხდება, - ეს განცხადება ეუთოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯეიმს სტიუარტ გილმორმა გააკეთა.
დიპლომატის თქმით, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ, ვიდრე რუსეთი არ შეიჭრებოდა. ჯეიმს სტიუარტ გილმორის შეფასებით, საქართველოს სურს ერთიანი ქვეყანა იყოს და თავად აირჩიოს მომავალი, რასაც საერთშორისო გაერთიანება მხარს უჭერს.
„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ ვიდრე არ შეიჭრა რუსეთის არმია, რომელმაც სიტუაციაზე კონტროლი ხელში აიღო სეპარატისტების მხარდაჭერით. მარტივია - რუსეთის არმია უნდა წავიდეს. ადრე თუ გვიან ასეც იქნება. საქართველოს სურს იყოს სუვერენული ქვეყანა და თავისი მომავალი თავადვე განსაზღვროს“, - განაცხადა გილმორმა.