logo
ENG



ეუთო/ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურას აკრიტიკებს

09 ივლ 202123:52
3 წუთის საკითხავი
 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა წარდგინების პროცესის ნაკლოვანებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ODIHR-ის მესამე შუალედურ ანგარიშშია საუბარი.

"მოსამართლეთა არჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა ყველა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია. შერჩევის პროცესში არ არსებობდა მკაფიო სტანდარტები და მითითებები, რაც უარყოფითად აისახა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად ", — განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ. 

შუალედურ ანგარიშში საუბარია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ნაკლოვანებებზე. ODIHR აღნიშნავს, რომ მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ შეძლო ფორმალური სამართლებრივი საფუძველი შეექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო კანდიდატების წარდგენა ვაკანტურ თანამდებობებზე, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად უნდა მომხდარიყო.

ანგარიშში აღნიშნულია შეშფოთება პროცედურების ეფექტიანობასა და თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებითაც.

"მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს მექანიზმს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტი, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების გადაცდომა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს როგორც სასამართლო სისტემა, ასევე მის საზოგადოების ნდობა", - ნათქვამია ODIHR-ის განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. ოპოზიციამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ მოსამართლეების შერჩევა სასამართლო რეფორმის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. 

სასამართლო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. დოკუმენტში საუბარია, რომ რსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ.


close დახურვა