logo
ENG



ეუთოს თქმით, რუსეთი არღვევს იმ უკრაინელი ბავშვების უფლებებს, ვინც რუსეთში იძულებით გადაჰყავს

05 მაი 202301:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/05/k89c8pnjadfdv9b.jpg
Reuters

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო - OSCE) აცხადებს, რუსეთი ცხადად არღვევს იმ უკრაინელი ბავშვების უფლებებსა და ინტერესებს, ვინც რუსეთის ან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაჰყავს.

ეუთოს ექსპერტებმა ვერ შეძლეს იმ ბავშვების ზუსტი რიცხვის დადგენა, ვინც რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს, თუმცა ანგარიშში უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერია, რომ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რიცხვი, სავარაუდოდ, 200 000-დან 300 000-მდეა.

„რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ განგრძობითად და მკაფიოდ არღვევს ამ ბავშვების სამართლებრივ ინტერესებს, არამედ ასევე უზღუდავს მათ იდენტობის, ოჯახის უფლებებს, მათ უფლებას შეუერთდნენ საკუთარ ოჯახებს. ასევე უზღუდავს განათლების, ინფორმაციაზე წვდომის, დასვენების, თამაშის, რეკრეაციისა და კულტურულ ცხოვრებაში, ასევე ხელოვნებაში ჩართულობის უფლებას, ასევე ფიქრის, გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებას, ჯანმრთელობის უფლებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს“ - წერია ეუთოს ანგარიშში.

ეუთო ასევე აცხადებს, რომ გატაცებული უკრაინელი ბავშვები "პრორუსული საინფორმაციო კამპანიების, მსხვერპლნი არიან, რომელიც ხშირად მიზანმიმართულად ხელახალ განათლებისკენაა მიმართული და მათ შორის მოიცავს სამხედრო წვრთნებსაც".

"რუსეთის ფედერაცია არ დგამს არანაირ ნაბიჯს, რომ აქტიურად შეუწყოს ხელი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას. არამედ, ქმნის სხვადასხვანაირ წინაღობებს იმ ოჯახებისთვის, ვინც საკუთარი შვილების დაბრუნებას ცდილობენ" - წერია ანგარიშში.


close დახურვა