logo
ENG



ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ვაგნერი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

05 ივლ 202311:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/05/n80kg4hfy4jwyww.jpg

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დასკვნითი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ დაასახელა, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი კი - ტერორისტულ ორგანიზაციად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ქმედებები, რომლებიც რუსეთის მთავრობის სახელით ხორციელდება, შეიძლება, "სამართლიანად დახასიათდეს, როგორც ტერორისტული".

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ვაგნერის ჯგუფისა და მისი შვილობილი სტრუქტურების წინააღმდეგ, კერძოდ კი გამოაცხადონ ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებად.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, რომლებიც აღიარებენ "ვაგნერის ჯგუფის ტერორისტულ ბუნებას და მის ქმედებებს" და "რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორის".

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ქალაქ ვანკუვერში მიმდინარეობდა.


close დახურვა