ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება.
8 იანვარს მისი ადმინისტრაციული სხდომა ჩატარდა და მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საქმე შსს-ში გადააგზავნა, რადგან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.
ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, ქართული ოცნბის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეთ ძალაუფლება, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
"ამ შემთხვევაში, სხვა შემთხვევისგან განსვავებით, ნამდვილად ტროტუარზე ვიდექი, ისწავლა შსს-მ მუხლების სწორად წაყენება. წინა შემთხვევებზე რასაც მედავებოდნენ, არასწორი იყო, მაგრამ ამ სასამართლოში ვერ დავამტკიცე. ამ შემთხვევაში დავამტკიცებ, რომ ნადვილად ვიდექი ტროტუარზე და ვნახოთ, რა იქნება, თუმცა რუსთაველის ტროტუარზე 68 წლიდან ვდგავარ, თუ შეკრებითობა იქნება, ღმერთმა იმედნი მაცოცხლოს, რამდენჯერაც რუსთაველზე ვიიყავი, იმდენი წელი თუ მომისაჯეს"- თქვა გაფრინდაშვილმა.
