logo
ENG



ექიმები კელი დეგნანს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დახმარებას სთხოვენ

03 მაი 202212:22
3 წუთის საკითხავი
 

სხვადასხვა პროფილის ექიმები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი აშშ-ის ელჩს საქართველოში მოუწოდებენ, ჩაერთოს პროცესში, რათა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.

"მივმართავთ ქალბატონ დეგნანს, იყოს უფრო აქტიური, რათა გადარჩეს ადამიანი, პაციენტი, რომელმაც პირველად აიმაღლა ხმა მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ. ეს მსოფლიო ჯალათი სჯის ჩვენს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელმაც გაიზიარა თანამედროვე სამყაროს წესები. ზუსტად ამ დემოკრატიული ღირებულების გაზიარების გამო, ის ისჯება პუტინის მიერ გაცემული სპეციალური ბრძანების მიხედვით, რომელსაც ასრულებს ეს ხელისუფლება"- ამბობენ ექიმები.

გუშინ, 2 მაისს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

გუშინვე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა მასშტაბური აქციები დაანონსეს.

27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.


close დახურვა