logo
ENG



ექიმები საზღვრების გარეშე - ქუთაისში გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

10 დეკ 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
onpkzw700jurk3z.jpg

ადამიანის უფლებების დავვის დღესთან დაკავშირებით ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები  ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ და ამისათვის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისაკენ მოუწოდებენ.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილს საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილების უფლება შეეზღუდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს.

„დღეს 10 დეკემბერია ადამიანის უფლებების დაცვის დღე და ქვეყანაში გვაქვს ადამიანის უფლების დარღვევის ძალიან ნათელი მაგალითი უკვე ერთი თვეა ის უკანონოდ იმყოფება იზოლატორში მას შეეზღუდა მისივე ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება მისი პროფესიონალური საქმიანობის განხორციელების უფლება და ჩვენ უფლებადამცველი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ მას“,-განაცხადა თეონა გოგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, .წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის .. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს.

 


close დახურვა