დე ფაქტო რეჟიმმა დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა. ზურაბ ტუხიაშვილი, რამაზ ზადიშვილი და დავით მიშელაშვილი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. თუმცა, კვლავ პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქე. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ საოკუპაციო რეჟიმი ინფორმაციას არ ავრცელებს.