logo
ENG



ექიმი: შატილში ავარიის დროს დაშავებული 3 ადამიანი აპარატიდან მოვხსენით

08 სექ 202016:18
3 წუთის საკითხავი
 
1f7ela3v9oib548.jpg

თუშეთში მომხდარი ტრაგიკული ავარიის დროს დაშავებული 3 ადამიანის, ხატია დევ­სუ­რაშ­ვი­ლის, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნის და ნატა თხე­ლი­ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და აპარატიდან მოხსნეს. 

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ პაციენტები კონტაქტურები და ადეკვატურები არიან.

"რეანიმაციაში რჩებიან, მაგრამ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. აპარატიდან მოვხსენით. უკეთესია მათი მდგომარეობა, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან. მხოლოდ 2 მათგანია დამხმარე ვენტილაციაზე დატოვებული", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა