logo
ENG



ექიმი ქვიშხეთთან დაშავებულზე: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია

27 იან 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა  კვლავ კრიტიკულია. ახალგაზრდა მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ის ამ დრომდე მართვით სუნთქვის აპარატზე რჩება. 

როგორც „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი დავით ლოლაძე აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

„პაციენტი კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა. ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველადი დაზიანების მდგომარეობიდან გამომდინარე არის მძიმე და არა რაიმე დანაკლისიდან გამომდინარე“, - აცხადებს ლოლაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.  


close დახურვა