logo
ENG



ექიმი ხოშტარიაზე: გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, გადავიდეს სტაციონარში

08 ნოე 202117:37
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის შემდეგადაც შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

როგორც ჟურნალისტებს ექიმმა განუმარტა, ხოშტარიამ გადასხმასა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. ექიმის განცხადებით სასურველია, რომ ის კლინიკაში გადავიდეს.  

"მონაცემები ნორმის ფარგლებშია. მედიკამენტურ დახმარებაზე უარი განაცხადა. გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა ჩვენს მოსვლამდე. რახან გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, გადავიდეს სტაციონარში. შეიძლება, გამეორებაც მოხდეს", - თქვა ექიმმა. 

ელენე ხოშტარია მე-6 დღეა, პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 


close დახურვა