logo
ENG



ექიმის თქმით, ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ Covid-19-ით გარდაიცვალა, აუცრელი იყო

26 აგვ 202112:01
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში კლინიკა "ბომონდის" ექიმის თქმით, 24 წლის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა, აუცრელი იყო. ექიმი განმარტავს, რომ 5 დღის წინ იგი ბათუმიდან მათთან ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს, საკეისრო კვეთის შემდეგ კი მდგომარეობა დამძიმდა:

"20 აგვისტოს კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა ბათუმის სამშობიარო სახლიდან 24 წლის გოგო, 36 კვირის ორსული. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა.

გადაუდებელი აუცილებლობიდან ჩატარდა საკეისრო კვეთა, დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკეისრო კვეთის შემდეგ გადაიყვანეს ინტენსიურ თერაპიაში, რამდენიმე დღე მკურნალობდა, მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე გარდაიცვალა. გოგონა აცრილი არ იყო, რა თქმა უნდა".

ინფიცირებული ქალი წუხელ გარდაიცვალა. 

26 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 128 ახალი შემთხვევა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა. 26 აგვისტოს მონაცემებით, ვირუსს გავრცელებიდან დღემდე 7 028 ადამიანი ემსხვერპლა.

 


close დახურვა