logo
ENG



ექსპერტები: პასუხისმგებელია მმართველი ძალა და ეს უნდა გამოიხატოს დემოკრატიულ ცვლილებაში

14 თებ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად დეკლარაციის ჩავარდნას საერთაშორისო ექსპერტები და დიპლომატები ეხმიანებიან. თქმით, დოკუმენტის ჩაგდებით მმართველი გუნდის ნამდვილი სახე გამოჩნდა და გამოიკვეთა მისი პოლიტიკური ინტერესებიც. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" დელეგაციას ევროპარლამენტში კომპრომისის მიღწევა შეეძლო, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

"დეკლარაციის ჩაგდებით გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" ძალიან შორსაა იმ გაგებისგან, რომ აღებული აქვს პასუხისმგებლობა როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. დარწმუნებული ვარ ევროპარლამენტში ბევრს გაუჩნდა შეგრძნება, რომ მათ არ აქვთ საქმე პოლიტიკოსებთან, არამედ საქმე აქვთ ივანიშვილის გუნდის წევრებთან. სხვა შემთხვევაში იმ დელეგაციას, რომელიც უცნაურად გამოიყურებოდა თავისი შემადგენლობითა და კონტექსტით, შეეძლო  კომპრომისული ვარიანტის გამოძებნა რათა დეკლარაცია არ ჩავარდნილიყო",-განმარტავს ვანო მაჭავარიანი.

ბათუ ქუთელიას თქმით კი არსებულ ვითარებაში სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება და თუ ამ ხელისუფლება გამოსავალს არ მოძებნის, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

"საქართველოს სტრატეგიული ამოცანა ევროპული ინტეგრაციაა და ყველანაირი დაბრკოლება საქართველოს ხდის მოწყვლად ქვეყნად, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. ასეთ დროს პასუხისმგებელია მმართველი ძალა და ეს უნდა გამოიხატოს დემოკრატიულ ცვლილებაში. რადგან ეს არ სურდა ხელისუფლებას, ამიტომ ჩავარდა დეკლარაციაც",-აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.


close დახურვა