logo
ENG



ექსპერტები კორონავირუსსზე: მთავარია პრევენცია და ჯანდაცვის გამართული სისტემა

23 თებ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 
henry3iu1ooxleb.jpg

ექსპერტების შეფასებით, საშიშ ვირუსს საქართველო მოუმზადებელი ხვდება. მათი განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს სამოქმედო გეგმა და ქვეყანა პრევენციისათვის მზად არ არის. ამ დრომდე უცნობია, კორონავირუსის გამო, ირანთან ავიამიმოსვლა შეჩერდება თუ არა.

"მთავარია ორი რამ - ესაა პრევენციული ღონისძიებები და ამისთვის საჭიროა პრობლემური ზონიდან ჩამოსულ პაციენტებს უკეთესი სკრინინგი ჩაუტარდეთ; მეორე და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სისტემა მზად იყოს ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს სათანადო რეაგირება", - აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 

ოპოციზია კი მთავარ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდს შესაბამისი ზომები ამ დრომდე არ მიუღია. ამიტომ, ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და ის რეალურია. 

"გაუგებარია რატომ არ იღებს სახელმწიფო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც რისკებს აარიდებდა. მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები განსაკუთრებით ღელავენ ირანში ვირუსის გავრცელებაზე, რადგან ამ დრომდე არ ვრცელდებოდა ინფორმაცია ინფიცირებულებზე; ასევე იმიტომ, რომ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სუსტი სისტემაა, ვირუსის გავრცელების რისკი დიდია", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მმართველი გუნდის მტკიცებით, კორონავირუსსზე სპეციალური საკოორდინაციო საბჭო მუშაობს. ქვეყანაში კიი კეთდება ყველაფერი, რათა ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე დაიწიოს. 

"ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რაც საჭიროა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები და სხვა ღონისძიებები, რაც საჭიროდ ჩაითვლება, ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

 


close დახურვა