logo
ENG



ექსპერტი: დღეს ხელისუფლებას სურს, რომ რუსეთი ერთ-ერთ მოთამაშედ შემოიყვანოს

22 თებ 202022:44
3 წუთის საკითხავი
 

"დღეს ხელისუფლებას სურს, რომ რუსეთი ერთ-ერთ მოთამაშედ შემოიყვანოს",- ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ამ მოვლენებში რუსეთის გავლენებს ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე. 

როგორც ხარშილაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის არასწორმა ნაბიჯებმა შესაძლოა საბოლოოდ ქვეყანა უკიდურეს შედეგამდე მიიყვანოს. 

"არაერთხელ გვინახავს და ვიცით, რომ  ივანიშვილი ცდილობს პირადი ხელისუფლების შენარჩუნებას და ამისთვის ის ყველაფერზე წავა. მთელი პროცესი ისაა, რომ თუ მოასწრებს შიდა და გარე ზეწოლა ივანიშვილს დაანახვოს, რომ ხელისუფლების შენარჩუნება დაუჯდება პირადი ინტერესების სანაცვლოდ, აი თუ ეს მოვახერხეთ, მაშინ ის დათმობებზე წავა. პრობლემა იმაშია რომ განსხვავებით წინა მმართველებისა, ივანიშვილი არაა პოლიტიკოსი, ამიტომ ის ხან ვერ და ხან არ ხედავს პოლიტიკურ გზავნილებს, რასაც შესაძლოა ისეთ შედეგამდე მიგვიყვანოს, როცა დასაკარგი უკვე აღარაფერია. ამიტომ ის უნდა მიხვდეს, რომ ეს პროცესი დაწყებულია. დასავლეთი მუშაობს ნელა, მაგრამ სისტემურად. ამ ზრდილობიანი ლანძღვის შემდეგ, არის არაზრდილობიანი ლანძღვა, რასაც მოყვება კონკრეტული სანქციები პიროვნებების მიმართ. საბოლოოდ ივანიშვილი დარჩება გამოსავლის გარეშე და ამიტომ შეიძლება ძალიან ცუდ ნაბიჯებზე წავიდეს", - აღნიშნა ხარშილაძემ. 

 

 


close დახურვა