logo
ENG



ექსპერტი: კორონავირუსი ყველაზე მეტად პანიკის დროს ვრცელდება

27 თებ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 

„გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ დამფუძნებელმა გიორგი ჩალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას პრესკლუბში“ საქართველოში კორონავირუსის გავრეცელების რისკებზე ისაუბრა.

როგორც ჩალაძემ განცხადა, ყველაზე მეტად ვირუსი პანიკის დროს ვრცელდება და არაა საჭირო აფთიაქის და მაღაზიის რიგებში დგომა, რადგან ეს ხელოვნურად იწვევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გაზრდას.

„გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“ დამფუძნებელი საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და დაიცვან ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. მისი თქმით, კორონავირუსის განსხვავებული ნიშანი სხვა ვირსებთან შედარებით სიჩქარეა. ამ დროისთვის, გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული.

„ეს ვირუსი ყველაზე მეტად ვრცელდება პანიკის დროს. პანიკის დროს ადამიანები იწყებენ უკონტროლო სირბილს მაღაზიებში, აფთიაქებში და ა.შ. რაც იწვევს ბუნებრივი თავშეყრის ადგილების გაჩენას და ზედაპირების შეხებას, რის შემდეგაც ვირუსის გადატანა ხდება. პირბადეების დეფიციტი იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი დაიხოცება, პირბადის გარეშეც შეგვიძლია ჰიგიენის დაცვა. ნუ გადავკოცნით ერთმანეთს, ერთი მეტრი მაინც შევინარჩუნოთ. დისტანციურად მოვესიყვარულოთ ერთმანეთს, ხელები დავიბანოთ, პირადი ჰიგიენის მაღალ დონეზე წარმოება გამოიწვევს ვირუსის თავიდან აცილებას“, - განაცხდა გიორგი ჩალაძემ.


close დახურვა