logo
ENG



ექსპერტი: სენატორების წერილი მაღალი დონის გაფრთხილებაა, ამის იქით რჩება თეთრი სახლი

30 იან 202016:51
3 წუთის საკითხავი
 

„სენატორების წერილი არის მაღალი დონის გაფრთხილება, ამის იქით რჩება თეთრი სახლი, - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი თენგიზ ფხალაძე აკეთებს. მისი განცხადებით, საქართველომ წერილის საპასუხოდ ძალიან ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„სენატორების წერილი არის ყველაზე მაღალი დონის გაფრთხილება რაც მიგვიღია. ეს არათუ საყურადღებო, არამედ საგანგაშოა. ამის იქით რჩება თეთრი სახლი და ძალიან ეფექტიანი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული“, - განაცხადა ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ.

ექსპერტ გიორგი რუხაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ამ წერილებს არ მიაქცევს ყურადღებას მაშინ ეს გამოიწვევს საქართველოს დემოკრატიის უკან დახევას, ინვესტიციების შემცირებას და რუსეთის ინტერესების გაძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი უმწვავესი გზავნილი ქვეყნის პრემიერს წერილი ამჯერად ორმა სენატორებმა გამოუგზავნა. წერილში საქართველოს ხელისუფლებას უკვე ნათლად მიუთითებენ, რომ შეერთებულ შტატებს შესაძლოა საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვა მოუწიოს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მმართველი გუნდი დროულად არ შეასრულებს დაპირებას.

პროპორციული სისტემის ჩაგდება, ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე, ოპოზიციის ლიდერების დევნა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ძირის გამოთხრა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის - წერილში ყველაფერი ღია ტექსტით, დიპლომატიური ეტიკეტის გარე წერია. 


close დახურვა