logo
ENG



ექსპერტი გაზპრომთან ხელშეკრულების განახლებაზე: ასეთი ტიპის დოკუმენტები ღია უნდა იყოს

26 მაი 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

„გაზპრომთან“ ხელშეკრულების განახლებას ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები ეხმაურებიან. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ფასის კლებაზე აპელირებისა, ეს კლება რელევანტური არ იქნება.

მათი განმარტებით, ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე ფასები საკმაოდ დაბალია და ათას კუბურ მეტრზე 80-დან 90 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება საქართველოს, 2017 წლის ხელშეკრულებით, „გაპზრომიდან“ ბუნებრივი აირის შეძენა 185 დოლარად ხდებოდა. თუ გავითვალისწინებთ მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფასი 15%-მდე მცირდება, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ღირებულება 150 დოლარამდე იქნება, რაც ევროპულ ფასებზე ორჯერ უფრო მაღალია. ექსპერტები დოკუმენტის გასაჯაროების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

„თავის დროზე ჩვენ როდესაც გაზპრომიდან 100%-ით გადავერთეთ სოკარის დამოკიდებულებაზე, ეს ერთი უკიდურესობიდან მეორეზე გადასვლა იყო და ოპტიმალური არის, რომ ჩვენ ჭკვიანურად მოვახერხოთ დაბალანსება ამ სხვადასხვა მოწოდების წყაროებისა. გაზპრომს აქვს ეს თვისება, რომ პოლიტიკურად იყენებს ხოლმე ამ მიწოდებას მაგრამ თუ 10, 15 ან 20%-ის ფარგლებში იქნება მთელ ბალანსში, სავარაუდოდ ეს გამოიწვევს ენერგეტიკული უსაფრთხოების დიდ რისკებს. ასეთი ტიპის დოკუმენტები, როდესაც ჩვენი სახელით ჩვენი საჯარო მოხელეები ხელშეკრულებებს დებენ სხვა ქვეყნის ენერგოკოპმანიებთან, ასეთი ინფორმაცია უნდა იყოს ღია“, - განაცხადა ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში მურმან მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რუსულ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება განაახლა. ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება აპრილში მოხდა და ძალაში წლის ბოლომდე იქნება.

 


close დახურვა