პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ ექსპერტულ წრეებში. დღეს ამ თემაზე რამდენიმე პრესკონფერენციაც გაიმართა. დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ექსპერტების ნაწილი სითხის უვნებლობაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ პარლამენტში დასხმული ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიშია.
"მისი მოპკურება, შეყნოსვა და ა.შ. ჯანრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთადერთი ესაა მისი მძაფრი სუნი. ფლაკონს პირდაპირ რომ დაყნოსო, ამ შემთხვევაშიც კი არანაირი ინტოკსიკაცია არ იქნება",-აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.
სერგო ჩიხლაძისგან განსხვავებით განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტების მეორე ნაწილს, რომლის მტკიცებითაც აღნიშნულ ნივთიერება მედიცინაში აკრძალულია.
"ერთი მხრივ თითქოს აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით უნარს და აძლიერებს მას სხვადასხვა ხიფათის წინააღმდეგ, მაგრამ საყურადღებოა მეორე ამ პრეპარატმა მედიცინაში გამოვლინება ვერ ჰპოვა და მედიცინა მას არ აღიარებს",-განმარტავს პროფესორი თემურ კობიძე.