დღეს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. ამასთან, „გამარჯვებული საქართველოს" წევრის გურამ ჩალაგაშვილი კვლავ აცხადებს, რომ კოშაძეს ოთხმა პოლიციელმა იარაღი ჩაუდო. ამის მტკიცებულებად მას ექსპერტიზის დასკვნა მოაქვს, რომლის მიხედვითაც იარაღზე კოშაძის დნმ-ის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
"პროცესი ჩაინიშნა 12:00 საათზე. ადვოკატს ვესაუბრეთ, ჯერჯერობით პასუხი არანაირი არ აქვს. ექსპერტიზის დასკვნით თითის ანაბეჭდები არ იყო და არც დნმ-ია ამოსული. ველოდებით პროცესს და შემდეგ ადვოკატის შემოთავაზებას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას", - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.