მიხეილ სააკაშვილის მწვავე პასუხი გიორგი გახარიას. მესამე პრეზიდენტმა პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლებს ადამიანობისგან დაცლილი არსებები უწოდა. პატიმრის გამოხმაურება ყოფილი პრემიერმინისტრის პოზიციამ განაპირობა. გახარიას გუნდმა ხელისუფლებას სააკაშვილის ციხეში გადაყვანისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, პოზიცია მისი ციხეში გადაყვანის მომხრეების ფეისბუქ გვერდებზე გამოხატონ. გიორგი გახარიას პარტია დღესაც ავითარებდა თეორიას, რომლის მიხედვით, ქართული ოცნება სააკაშვილის ფაქტორს თავის სასარგებლოდ იყენებს. უფრო მეტიც, სახელისუფლებო ძალასა და ნაციონალურ მოძრაობას თანამშრომლობაში ადანაშაულებს.