საკრებულოს დეპუტატზე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის მონაწილეები და ორგანიზატორები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ამავე დროს, კვლავ დაკავებულნი არიან ენმ-ს წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ირაკლი კუპრავა.
ენმ-ს ფრაქციის წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მისი მეგობრებს გლდანში, სახლთან სცემეს. მათ ათობით პირი დაესხა თავს. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, რათა პოლიციის უმოქმედობა გაეპროტესტებინათ. დაპირისპირების დროს პოლიციამ ენმ-ს წევრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის წესით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ეძგვერაძის მხარდამჭერებთან დაპირისპირების შედეგად პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე დაზინებები აღენიშნებათ და გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.