ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის საქმეზე დაკავებულმა პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ. ამის შესახებ CBS News-ს ორმა წყარომ აცნობა.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, 31 წლის კოულ ალენმა, დაკავების შემდეგ აღნიშნა, რომ სურდა „ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისთვის“ ესროლა, თუმცა კონკრეტულად პრეზიდენტ ტრამპს არ ახსენებს.
ინციდენტი 25 აპრილს, ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართული ყოველწლიური ღონისძიების დროს მოხდა. შეიარაღებულმა პირმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტის გარღვევა სცადა და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ის ადგილზე დააკავეს.
სროლის შედეგად საიდუმლო სამსახურის აგენტს ტყვიას მოხვდა, თუმცა ტყვიაგაუმტარი ჟილეტის წყალობით გადარჩა. ღონისძიებაზე მყოფი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ იქნენ ევაკუირებული.
გამოძიება გრძელდება, ხოლო სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
