ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, შესაძლოა ვადაზე ბევრად ადრე ჩატარდეს. პრეზიდენტობის კანდიდატი, კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი იქნება. ხაბელოვი პოსტს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უცვლელად იკავებს.
ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი. გია ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" კომიტეტში პოზიციებს წინასწარ იმყარებს, რადგან საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემთხვევაში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ პირს მხარდაჭერა აღარ ექნება.