თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე მანქანა გზიდან გადავარდა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.