logo
ENG



ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაურია - მოქალაქეები გამოსახლების პროცესის შეჩერებას ცდილობენ

17 ივნ 202212:53
3 წუთის საკითხავი
 

ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაურია. მოქალაქეები გამოსახლების პროცესის შეჩერებას ცდილობენ.

აღსრულების პოლიცია ბინის დატოვებას მოითხოვს ოჯახისგან, ვინც ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფინანსური ვალდებულებები ვერ დაფარა.

ოჯახის ახლობლობები აცხადებენ, რომ პოლიციას გამოსახლების საშუალებას არ მისცემენ. მათივე თქმით, პოლიცია გეგმავს, რომ ოჯახი ბინიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანოს.

მეზობლების თქმით, მსესხებელს ნასესხებ თანხაზე ბევრად მეტი აქვს გადახდილი და გასახლების შემთხვევაში, ოჯახი ერთადერთ თავშესაფარს დაკარგავს.

"მქონდა 20 000 დოლარი ვალი, გადახდილი მაქვს სადღაც 84 000 და ახლა გვასახლებენ იმიტომ, რომ თურმე მევახშის ვალი მაქვს. რამდენიმე თვე გადამიცილდა და აუქციონზე გაიტანა და შეიძინა. 3 თვის ბავშვი მყავს და უნდათ, რომ გამოასახლონ"- აცხადებენ ოჯახში.

რაც შეეხება აღსრულების პოლიციის კომენტარს, უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და დღეს ვალდებულები არიან, რომ "კანონით დაკისრებული მოვალეობა" შეასრულონ.

"გამოსახლების პროცესი ერთხელ უკვე გადაიდო, ვინაიდან მოვალეს ოჯახში იმყოფებოდა მძიმე ავადმყოფი. ამის შემდეგ სასამართლოს მიერ სამი თვით შეჩერებული იყო სასამართლო პროცესი, გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში შეჩერებული იყო გამოსახლების პროცესი. 4 წლის განმავბლობაში სოციალურმა მუშაკებმა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებმნა მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, შესაბამისად აღსრლების პოლიცია ვალდებულია შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალეობა"- აცხადებს უწყების წარმომადგენელი.


close დახურვა