logo
ENG



ვაკეში კენჭი არ მიყრია. შევხედოთ, ვნახოთ - გიორგი ვაშაძე

17 ივნ 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

„შევხედოთ, ვნახოთ", - ასე პასუხობს „ფორმულას“ კითხვას გიორგი ვაშაძე იმასთან დაკავშირებით, იყრის თუ არა ოპოზიციონერი ლიდერი ვაკეში მაჟორიტარად კენჭს.

„ახალ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თბილისის ოლქებზე გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულია და ის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ეს უკვე გადაწყვეტილია, პარასკევს შევიკრიბებით და ერთად მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე ვაკეში კენჭი არ მიყრია - შევხედოთ, ვნახოთ. მე არ მაქვს უფლება ოპოზიციონერ კოლეგებთან შეთანხმების გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებებზე ვისაუბრო", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას სრული ოპოზიციური სპექტრი ერთად აცნობებს საზოგადოებას.

„ამ გადაწყვეტილებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს წარმატებულად, ამ გადაწყვეტილებას გავაცნობთ ყველა ერთად", - ამბობს ხოშტარია.

მაჟორიტარული კანდიდატობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა ზურაბ ჯაფარიძემ - მისი თქმით, „გირჩი“ მიესალმება ოპოზიციის ერთობას.

„გირჩი“ არ იღებს მონაწილეობას თბილისში მაჟორიტარულ არჩევნებში. ნებისმიერ ერთიან გადაწყვეტილებას მივესალმებით", - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ოლქებზე ოპოზიცია მას შემდეგ იმსჯელებს, რაც თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები გახდება ცნობილი - მათი დიდი ნაწილის თქმით, რეგიონებზე შეთანხმება ვერ შედგება.


close დახურვა