logo
ENG



ვაკის პარკში კაცმა უკრაინის დროშა ჩამოხია

08 მაი 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

რა რეაქცია მოჰყვება სიმბოლოს ხელყოფას. ვაკის პარკში კაცმა უკრაინის დროშა ჩამოხია და ეს სხვას მობილურით გადააღებინა. ეს ხდება ქართული ოცნების ანტიდასავლური კამპანიის ფონზე.  არის თუ არა წახალისებული ამგვარი ქმედება. დროშის შეურაცხყოფა პირველი შემთხვევა არ არის - ხელისუფლების მოკავშირე ძალადობრივმა დაჯგუფება ალტ-ინფომ ორჯერ ჩამოხსნა ევროკავშირის დროშა პირდაპირ პარლამენტის წინ. ერთხელ 2021 წლის ხუთ ივლისს და მეორედ - წელს, რუსული კანონის გამო გამართული მარტის აქციების შემდეგ ჩამოხეული დროშა ქართული ოცნების სატელიტებმა საჯაროდ დაწვეს. 

 


close დახურვა