logo
ENG



ვალების განულებიდან ჯარიმების ჩამოწერამდე - ოცნებას მოსყიდვაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ

19 თებ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქის მერისა და პარტიის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს 800 ათასი ლარის ჯარიმა ჩამოეწერებათ „სითი პარკისთვის“ სოლიდური კომპენსაციის გადახდის შემდეგ, მერია ახალ ვალდებულებას იღებს და ბიუჯეტს ისევ აზარალებს. სპეციალისტებს და პოლიტიკურ პარტიებს დღეს ბიძინა ივანიშვილის ის გადაწყვეტილება გაახსენდათ, რომელიც 2018 წლის არჩევნების წინ მიიღო უიმედო სესხების განულების თაობაზე. ხელისუფლების ოპონენტები კახი კალაძეს მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი კახა კალაძე ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მათთვის ხელწერა ნაცნობია. „სითი პარკის“ ჯარიმების მოქალაქეებისთვის ჩამოწერის ინიციატივა ძალიან ჰგავს ვალების განულების პროგრამას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წლის არჩევნებზე ხმების მისაღებად გამოიყენა. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ჯარიმების განულებით კახა კალაძე ცდილობს ის 4 მილიონიანი ხელშეკრულება გადაფაროს, რომელიც „სითი პარკთან“ დავის დასასრულებლად გააფორმა.

თბილისის მერისთვის კი გაუგებარია, რატომაა ამომრჩევლის მოსყიდვა ჯარიმების საყოველთაო განულება. ის ამ გადაწყვეტილებას „სითი პარკის“, მისი აზრით, უსამართლო პოლიტიკით ხსნის.

თბილისის მერიამ კომპანია „სიტი პარკთან“ ხელშეკრულება 2007 წელს გააფორმა, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა.

2018 წლის 10 აპრილს თბილისის მერიის ახალმა მენეჯერმა „სიტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. „სიტი პარკმა“ სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში წამოიწყო.

 „სითი პარკთან“ დავა თბილისის მერიამ რამდენიმე დღის წინ 4 მილიონის სანაცვლოდ დაასრულა.

 

 


close დახურვა