logo
ENG



ვამზადებთ კომპლექსურ გეგმას, როგორ უნდა ებრძოლოს სიმსივნეს ქვეყანა - ვაშაძე

11 ივნ 202008:11
3 წუთის საკითხავი
 

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილ პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან ერთად ამერიკელ და ჰოლანდიელ კოლეგებს ვიდეოკონფერენციით შეხვდა.

კონფერენციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ონკოლოგიის სფეროს მართვის ეფექტური გზები განიხილეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული და ჰოლანდიური გამოცდილება მოვისმინეთ ონკოლოგიურ საკითხში. ონკოლოგიური მართვის ცენტრთან, რომელიც დავაარსეთ, ვამზადებთ კომპლექსურ გეგმას, როგორ უნდა ებრძოლოს სიმსივნეს ქვეყანა. ერთიანი ძალებით, რომ ადამიანების დიაგნოსტიკა გაცილებით ადრე მოხდება. რაც მთავარია მივალთ ევროპულ მაჩვენებლამდე", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 


close დახურვა