logo
ENG



ვანო მაჭავარიანი: ასეთი ცინიკური დამოკიდებულების პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყოლია

20 ნოე 201923:16
3 წუთის საკითხავი
 
kiey98e3it4e4bt.jpg

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველის თქმით, ივანიშვილს არ უნდა მოისმინოს კრიტიკა და პარტნიორების გზავნილები.

„ბრიჯიტ ბრინქსი იყო აშშ-ის საელჩოში მოადგილე, როდესაც 2012 წელს მოხდა ხელისუფლების გადაბარება. ივანიშვილმა ძაან კარგად იცის, რომ ის გზავნილები, რის გამოც კვირიკაშვილი, ბახტაძე შეეწირა, იყო ზუსტად იგივე საუბრები, თუ რას აპირებს 2020 წელთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ძალაუფლების ტრანზიციის, გადაბარების თუ გაყოფასთან დაკავშირებით. მან (ივანიშვილი) ძალიან კარგად იცის, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში - მათ შორის აშშ-ის მხარდაჭერა იყო ამ ცვლილების. მას ეს გზავნილი არ უნდა რომ მიიღოს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის და ეპოტინება, რომ ხელისუფლება არ დაკარგოს“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანი გიორგი თარგამაძის სტუმარია „ფორმულას“ ეთერში.


close დახურვა