logo
ENG



ვანო მაჭავარიანი: დიალოგი და ულტიმატუმი ერთმანეთს გამორიცხავს, ცხელი თოვლივითაა

12 ნოე 202011:01
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/12/ix4m1r71fwz3ghd.jpg

ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი ოპოზიციის მოთხოვნებს ეხმაურება და ამბობს, რომ დიალოგი და ულტიმატუმი ერთმანეთს გამორიცხავს. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გამორიცხავდა თუ არა ხელახალ არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნის განხილვას, ვინაიდან ისინი მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ დიალოგში მონაწილეობას, რაზეც მინისტრი პასუხობს:

"ეგ იგივეა, რომ ხელისუფლებამაც თქვას, დიალოგისთვის ჩვენც მზად ვართ ერთადერთი დაშვებით, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და მერე იყოს დიალოგი. ეს დიალოგი არაა, ულტიმატუმებია. ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს, შესაბამისად, პირობების დაყენება, თან ყველაზე მთავარი დავა სადააცაა და მერე თქვა დიალოგი, ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის".

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


close დახურვა