logo
ENG



ვაპირებ ამაზე ევროკავშირის ლიდერებთან ვისაუბრო-გიგი წერეთელი ატოცში ჩავიდა

21 ოქტ 201908:00
3 წუთის საკითხავი
 
9cc87s3wf9j890o.png

სოფელ ატოცში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ჩავიდა. ევროპული საქართველოს წევრი ადგილზე ოკუპანტების მიერ ბორდერიზაციის პროცესს გაეცნო. ის ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს, მომავალ კვირას ევროპელ ლიდერებთან განიხილავს.

„მე ვფიქრობ რომ ამ პროცესს სჭირდება ძალიან დიდი აქტიურობა, ძალიან სერიოზული ზეწოლა. მე ამ შემთხვევაში ვარ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მომავალ კვირას მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ევროპაში ლიდერებთან, ამიტომ ვაპირებ კიდევ ერთხელ ამ საკითხებზე ვისაუბრო მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ ბევრს ვაქტიურობთ ევროპაში, ბევრი რეზოლუციაა არსებობს, ძირითადი ხელშეკრულება ევროკავშირის ბროკერობით, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და ყველაზე დიდი პრობლემაა ეს, რუსეთს აქვს ვალდებულება შეასრულოს ეს,“-განაცხდა გიგი წერეთელმა

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა, ატოცში საოკუპაციო ზოლი ისევ გადმოწიეს.


close დახურვა