logo
ENG



ვაპროტესტებ ზონდერი პროკურორის მობრუნებას - აქცია პროკურატურასთან

07 თებ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

გენერალურ პროკურატურასთან, სადაც გენ.პროკურორობის კანდიდატს უყრიდნენ კენჭს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციას ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მართავენ. როგორც "ფორმულასთან" საუბარში ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, ირაკლი შოთაძის გენ.პროკურორობის შემთხვევაში, ხორავას ქუჩის საქმეზე არსებული კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება. 

„ვფიქრობთ, რომ შოთაძე არაფორმალურ შეხვედრებს ესწრებოდა. ის არ იქნება ისეთი გენერალური პროკურორი, რომელიც სამართლიანი პროკურატურის არსებობას სჭირდება. შოთაძის პროკურორობის პერიოდში ხორავას ქუჩის საქმეზე არსებულ კითხვის ნიშნებს პასუხი არ გაეცემა“, - განაცხადა ლონდარიძემ. 

ადგილზე ასევე დავით ადეიშვილიც იმყოფება. მისი თქმით, შოთაძე ზონდერი პროკურორია, რომელმაც მას ბიზნესი წაართვა.

"ხელში მიჭირავს 2009 წლის საბუთი, სადაც ის აწერს ხელს ჩემს ე.წ. დანაშაულზე. დაატერორა ჩემი ოჯახი, წამართვა ბიზნესი და იმის ნაცვლად, რომ დაკითხვაზე იყოს, კენჭს უყრიან. ვაპროტესტებ ზონდერი პროკურორის მობრუნებას", - აღნიშნა ადეიშვილმა. 


close დახურვა