logo
ENG



ვაჟა-ფშაველაზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

21 აპრ 202010:03
3 წუთის საკითხავი
 

ვაჟა-ფშაველას გამზირზე შუა ხნის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცავს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.  ის 116-ე მუხლითაა დაკავებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.

შუახნის ქალი სამართალდამცავის ბრმა ტყვიამ გუშინ იმსხვერპლა, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელმა სიმონ გაბრიაძემ აღდგომის ღამეს აივნიდან მაკაროვის ტიპის იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა-ერთი ბრმა ტყვია მოპირდაპირე კორპუსში, თამუნა ანთელავას მოხვდა, რომელიც საკუთარ სახლში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.


close დახურვა