logo
ENG



ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა

18 დეკ 202310:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/18/sj3nebd8z9o5l7o.png

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა დილის საათებში, სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან მოხდა.

ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საავტომობილო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

 

 


close დახურვა